მე ქრისტეანი...
მე ქრისტეანი ვაცხადებ ჯიჰადს! და რადგან ფეხქშევ გვეცლება მიწა. თავზე გვემხობა მშობლიური ცა. ვეღარ ვერევით გამანქურთებულ მოღალატეთა თარეშს და გნიასს... რადგან მშველელი და განმკითხავი აღარსაით ჩანს, სიმართლისათვის დევნილ-წამებულთა სულების გარდა, მე ქრისტეანი ვაცხადებ ჯიჰადს! ანუ საღვთო ომს, რათა გადავრჩეთ და განვიწმინდოთ უსასტიკეს და პირსისხლიან ავაზაკთაგან. ვაცხადებ ჯიჰადს! ანუ საღვთო ომს, რასაც აღასრულებს ქარ-წვიმა, მეხი, მდუმარება და გულისმხეთქავი ჭიხვინი რაშის, წმინდა გიორგის სალოცავიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი