მაკე კენტავრი


ჩვენ სიზმრადაც კი მოვხალავთ
ყავას - მზისწნულზე - ზამთრის.

ბოდვა ჯობია კაზმულ სიჩუმეს,
და მოფერება მაკე კენტავრის.

სხვა მღელვარებით დაწნეხილ
წყვდიადს
მაინც უელავს კერტებზე ნამი.

დიახაც ანკესს ჩავაგდებთ კასრში,
რომ არ დაგვისხლტეს თევზუკა იგი,
ჩასპეტაკებულ მწუხრის ნაქაფი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი