ღვთის ნაპერწკალი...
გეშით ვგრძნობ, ვაგნებ წმინდა ადგილს და შენს სხეულზე. ჩრდილი სულ სხვაა - იდუმალურის მდარე სარჩელი; არ დაეტაკო, უკივლე: განვედ! და მიასხურე მაჭარი წყურვილს. გეშით ვგრძნობ, ვაგნებ წმინდა ადგილს მე შენს სხეულშიც, ღვთიურ ნაპერწკალის ფარულ ნაკვალევს როცა ირეკლავ მწიფე მზისწნულით, და ეფრესკება კედელს ჩემ გულის. უსაყვარლესო! როდემდე უნდა ვიყოთ ჩვენ ასე, ნადემონართა ექოლალიებს შეხიზნულები, როცა ბრბო ანგრევს, აცამტვერებს გამოკიდებულ გოდოლს ჰაერში. იწვის შავი ზღვა. ჩიტები სდუმან. მხოლოდ თევზების ისმის გუგუნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი