ვინ მანებივრა
13. 03. 1993 ვინ მანებივრა ძილისპირულით, ჯერ განბანილიც არა ვყოფილვარ, ბებია ქალი რბილ ხერხემალზე ნაღამევ ნაწნავს მიტყლაშუნებდა; დედინა ცვალმა ვერცხლის დილას აწოვა ძუ ძუ. მე გამომზარდეს ბალახებმა, სი ვრცის სინაზემ, თოვლის ბაბუა მყა ვდა ნუგეშად. და შემომეჭრა უცებ - არსება, აღმატებული წარმო სახულზეც, და გარინდებას მოჰყვა სიგიჟე, სიგიჟეს - თრობა, თავდა ვიწყება; გამოხდა ხანი, უკლო ნა თებას, მერე კი სულაც გაუჩინარდა. დავემშვიდობე ყველას, ყველა ფერს, უვარსკვლავებო იყო ზესკნელი, და შუაღამის კუზიან ზურგზე ცეცხლმა სამარე ამომი შანთა, სადაც ვმარხივარ და ახლაც ვსუნთქავ, მკვდრეთით აღდგომის მესაიდუმლე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი