ფრაგმენტები


ფრაგმენტები ცეცხლს მიცემული ხელნაწერიდან

მშობიარობას გადაყოლილთა სულის საცხოვნებელ რეკვიემს მხოლოდ ნორჩი სიჩუმე ასრულებს - როცა რიჟრაჟი შეყვარების იდუმალ წამთა მოჟრუანტელო სუნს დაიკრავს და მომავლიდან შემოშხივლებულ ჩიტუნიების ჟივილ-ხივილზე სუნთქვა რომ გეკვრის, თავბრუ გეხვევა, თვრები, ქრები და მიფრინავ სადღაც… უხმაურო და უხილავი. გიბერავს მძლავრად: ეს ის ქარია, ტკბილი მონობის აჩრდილებისგან შემონაქსოვ პოეტურ სახეს რომ აგახევს და გტოვებს სახტად, ტიტლიკანა სულის ამარა - რაც ალბათ ჯვარცმის ნუმინოზურ განცდასაც კი აღემატება, მკვდრეთით აღდგომის გარდაუვალ მისტერიამდე - მეშვიდე სიზმრის ჯერ მზედაუკრავ გადასახვევთან.

დანარჩენი - ფერფლიდან გამსხლტარ ექოებშია ჰერმენევტიკულ თავისუფლების ხიბლში გამლღვალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი