მდუმარებას...


მდუმარებას რომ აღვემატე, ეს იცი,
მაგრამ საეჭვოა ახლო ჟამებში — შე
შლილობის გამოცდილებით - რომ ვიქცე ნაკურთხ ღვინოდ მზისგან და
მწყურვალეთა მფარველ ღვთაებას
გაავხორცებულ სულში შევეჭრა…
რათა დავიხსნა ობობა იგი — შერიჟ
რაჟებულ აბლაბუდისგან ბინდის პე
რანგს რომ მიქსოვდა მუდამ.
::: :::: ::::: :::::::::::: :::::::: :::;:;;;;
უსაყვარლესო, ისე ფაქიზად უნდა
იგლოვო და დაიტირო, კატა ფეხე
ბზე გეგლასუნოს და
ბავშვებს გალობის ჟინი აღეძრათ. და მუცლადღების მზარდ მოლოდინ
ში ასხივოსნებდე მიბნედილ ბუნაგს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი