არარა ვარ მე ..
"არარა ვარ მე" - უცნობი ავტორი ჩემია მხოლოდ მარტოხის ჩრდილი. ულამაზესი ქალის ჟესტები და ჟრუანტელი, შენ რომ სხეულში დაგივლის უცებ! მადლობა უფალს: მერგო პატივი, უფსკრულებს შორის დავქანაობდე, და ამ სიმორცხვეს — დედის საშოდან დაყოლილ სტიგმებს, თითქოს პირველად სისხლით ვხატავდე - აღმოუთქმელის ეპიტაფიად გაოცებული ბინდის გავაზე, და ჩასახვიდან დარხეულ სიკვდილს - სული ლოცვებით ათრობს, აბრუებს, სული მაწანწალა, მეუდაბნოე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი