ჩვენი წისქვილის დოლაბები


ერთ მშვენიერ დღეს, /გამოერევა ხოლმე ხომ იცი, ყველა ღალატი, ყველა ტკივილი,
სიგიჟეებიც რომ გავიწყდება/, იდუმალების ბურუსით მოცულ
ჩემსავ აჩრდილს რომ შევუნთე ცეცხლი, სასაფლაოდან ხმა შემომესმა: თითქმის დუმილზე უფრო ნაზი და ქუხილზეც აღმატებულის ფერს რომ დაიკრავს. არადა, ცოცხლებიდან მხოლოდღა ჩვენ, ჩვენ ვართ სიფელში მე და ცალთვალა ძაღლი ჟურაბა. აიწყვიტა და მორთო ყმუილი. მყის ჩამობნელდა. დაუშვა თქეში. ხეები ერთურთს ეხეთქებოდნენ.
მე შემოვბრუნდი მარანში, სადაც ბაბუის სალოცავ ქვევრში მდგარი ზედაშე
ამოსულიყო ნათლის სვეტად და, თავბრუ დამეხვა. და საწნახელში ჩავეშვი, ხოლო
თავზემოთ ჩვენი წისქვილის ორი დოლაბი დამტრიალებდა ბორჯღალივით და, უცებ -
მამლის ყივილმა გაფხრიწა ნისლის შემონაქსოვი შავმთას კაბა და, მზემ გამოყო
თავი რიჟრაჟის ქალწულ საშოდან.

ერთ მშვენიერ დღეს, /გამოერევა ხოლმე ხომ იცი, ყველა ღალატი, ყველა ტკივილი, სიგიჟეებიც რომ გავიწყდება/.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი