სხვა სამყაროდან
ალიონზე ჩიტების ჟივილ-ხივილით შეძრულს, ლორთქო ყვავილთა ნელსურნელება რომ მშლის ჭკუიდან, შენ ეს არ გიკვირს, მიჩვეული ხარ, მაგრამ ქათქათა ზეწრებს აივანზე რომ ამზეურებ - ჩაუსახავ ბავშვთა ფრესკებით - აფრებს მაგონებს - გემის, რომელიც იმ ნისლიან დღეს შავ კლდეს შეასკდა და შეიწირა გენიალური ქმნილება ღმერთის, უსაყვარლესი ჩემი მედეა, რომელიც ახლა სხვა სამყაროდან უკანასკნელ აკორდის ფონზე სანუკვარს მიმხელს, მეგრძნეულება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი