ჩემი აპოკალიფსი
გამიკვირდება, გაგიკვირდეს. განმირისხდე, მით უმეტეს, გამიკვირდება. გასაკიცხია ან საოცარი? – (დავუშვათ) ბავშვი, მოსული ქვეყნად ომის ფეხდაფეხ... ვისაც ღიმილი ფერმიმქრალი ალბომის მამის, მრავალწლოვანი და სულ ოდნავ ბუნებრივი, ვერა და ვერ დაიყოლიებს... რომ ამ ღიმილის პატრონ(შემომქმედ)ს, ბოლოს და ბოლოს და უცაბედად და საიდანღაც („თითქოს ციდან ჩამოვარდაო“) სულით ხორცამდე ცოცხლად გაჩენილს, ფოტოვერსიის ისევ მგვანს თუ აღარ მგვანს უკვე (ანდა, უბრალოდ, არამგვანს სულაც)... წატანებული ხელებიდან არ გამოუსხლტეს და ჩაკვრას უცხო მშობლიურ მკერდში წრფელი ღნავილი არ ამჯობინოს. ..................... მით უმეტეს, რომ... მით უმეტეს, აბა, სად ხარ?
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი