სიყვარულის ვიტამინი


ეს იყო მაშინ,
თავი რომ უკვე
საკმაოზე ცუდად ვიგრძენი,
ეს მაშინ იყო,
სიყვარულის ვიტამინი
რომ დავინიშნე.
რაღა თქმა უნდა,
ყვითელი და ტკბილი ბურთულა
ლამის არაფერ შუაში გახლდათ
და მკურნალობა
ძირითადად
ან უფრო მეტად
თვითშთაგონებას ეფუძნებოდა.
ასე თუ ისე,
რა ხანია, გავწუწნე გარსი
და ნაღველივით მწარე გულიც,
რა ხანია, ჩავაკნატუნე.
და ახლა,
პირში შერჩენილი
მწკლარტე გემოთი,
გაკვირვებული ვფიქრობ:
რად მენატრები?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი