ტანაზე
როცა ხეობის ნარღვევში თვლემდა მდინარე ციცქნა, სისხლი რომ დუმდა ძარღვებში, ღვინო რომ დუღდა სისხლად, თავი რომ აღარ მოსწონდა აბანცალებულ ბოცას, ძილისგან თვალი კოცონსაც ებლიტებოდა როცა, როცა ერთგული სანთლები უკანასკნელად თრთოდნენ და სუყველასთან მართლები სანთლები იყვნენ ოდენ, მთვარეს რომ ხრავდა ქეციან ღრუბელთა ავი ხროვა - ჭიამაია გვეწვია და გასათევი გვთხოვა.
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი