ბედი გამცემის მურდალი პეშვით ..
...ბედი გამცემის მურდალი პეშვით მივსებს და მაწვდის სამსალის თასებს. თუ ამოვიდა ერთხელაც ყელში და უსინდისოდ დამაჯდა თავზე, - თავგანწირულის ალალი რიხით შეშლილ სახეში ლახტივით გესვრი: - კაცობრიობავ, ჯანდაბის იქით! ჯანდაბის იქით გქონიდა გეზი! ისე უხვია მურდალი პეშვი და სასმისებრი - ერთგულად სავსე, ვიცი, ოდესმე ამოვა ყელში და დამაჯდება ეგ ბედი თავზე! ჯერ კი, სამსალის ჯამით თუ ჭიქით და შერჩენილი ჯიშით და სქესით, კაცობრიობავ, ჯანდაბის იქით მეც შენთან ერთად მიჭირავს გეზი.
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი