გემღერა, გულო, გულობდი სანამ ..


გემღერა, გულო, გულობდი სანამ,
გეთელა, ვიდრე ეჭვობდა, ეჭვი.

ბედნიერების ყელყელა ყანას
პირშეჟანგული ნამგალი ვერ ჭრის.

მალე იცლება თავკვერის ქოცო.
მალე წვავს ცეცხლი
გამომშრალ შეშას.

შენ კი იმდენ ხანს ეძებდი კოცონს,
ხელში ნელთბილი ნაცარი შეგრჩა.

წყარო: www.biblioteka.litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი