ე, გულო, მითხარ, რა გინდა ..
ე, გულო, მითხარ, რა გინდა! სულ ასე - სკდები და ვერ სკდები. ცოტა ხანს როგორმე აგიტანთ მე და ამ სიცოცხლის ქვესკნელი. ერთხელაც მართლა გავგიჟდები - სიკვდილს ჩაგაჭედებ გინებით! თუ ფიქრობ, მორჩილად ვიჯდები, ნელ-ნელა შეგეჭმევინებდი?! ჰო, თორემ ტკივილით გამთოშე, დახარი დამხმარი ნეკნები... ჰო, თორემ ხომ ხედავ, მარტო შენ - კვდები და კვდები და ვერ კვდები...
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი