მარტო-მარტო ..


მარტო-მარტო-მარტო-მარტო -
მარტოობის სევდის ზარი.
მარტოობის წვიმით მალტობს
მზაკვრობანი ბედისანი.
სარტყელში რომ მჩატედ არი -
ნებად დამყვა გამჩენისა -
მარტოობის სატევარი -
საომრად და სამშვენისად.
ეგ მახვილი კარგს ვერ იზამს -
ჟანგი ჭამს და... ვაი პატრონს! -
მეტი-მეტი - წაქცევისას
ზედ
შუაზე გაიფატროს.
და მეც - კაცი ერთი ღერი -
დავალ, ველი ვერაგ სარმას,
და რომ ვმღერი - განა ვმღერი
ლაღად კისერანაღერი -
ამიშალა საღერღელი
მარტოობის სევდის ზარმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი