მთელი ზამთარი ..
მთელი ზამთარი როგორ მოვმცდარვარ! - ზამთარი ითხოვს სულის შებერვას - ჩამოილევა რიცხვიც ოცდარვა და მოეღება ბოლო თებერვალს. მიყრილა ცაზე დათვი და ბელი - მიფიცხებია მთვარის გრილ კოცონს. მიწა კი მშიერ გაზაფხულს ელის - მოვა და თოვლის საძოვრებს მოძოვს. მინავლებულა რიცხვიც ოცდარვა, ნაკვერჩხალივით შებერვას ითხოვს. მთელი ზამთარი ისე მოვმცდარვარ, არ ილეოდეს ზამთრებიც თითქოს...
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი