Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_nul55o228ctvm9jlnlsl0cmagi, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მიმწყდარა მბოდავ ბაგეთა შფოთი .. - ზაზა ბიბილაშვილი | პოეზია

მიმწყდარა მბოდავ ბაგეთა შფოთი ..


მიმწყდარა მბოდავ ბაგეთა შფოთი.
ლოდინმა მთვარე დალიოს ლამის.
ეს ღამე ქვეყნად უჩემოდ მოდის
და ისე, ისე მარტოა ღამე...

სასაფლაოზე სუფევს სიო და
ჟინმორეული ლაშების ლოკვა.
გაეხირება სამარეს სევდა
და ყელზე ყულფის მაშველი კვალი.

მიმწყდარა მბოდავ ბაგეთა შფოთი
და ქარქაშს ეძებს ყვითელი ყამა.
ეს ღამე ქვეყნად უჩემოდ მოდის
და ისე, ისე მარტოა ღამე...

წყარო: www.biblioteka.litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი