ზღვა არ იყო ლურჯი ფერის ..
ზღვა არ იყო ლურჯი ფერის. ზღვაში მზე არ ხარობდა. ხარხარებდა ლუციფერი ჯოჯოხეთის ხაროდან. ფრთები ფრთიანს დაეცალა, სადმე სამარდებოდა. მარტს საიედ არ ეცალა, მაისს - სავარდებოდა. სიყვარული, შებილწული, ყველას ყელზე ეკიდა; თვალს ხუჭავდა მეფისწული - ვერ ითხრიდა ეკლითა. ნაღმერთალი მონეტები ყალბი იყო ცრემლივით... და კვდებოდნენ პოეტები, ციდან ჩამოცვენილი.
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი