რამე რომ მოხდეს ..


რამე რომ მოხდეს, მე ვიცი, წახვალ.
რამე რომ მოხდეს, შენც იცი, წახვალ.

ვერ მოვაღორებ საწუთრო-ახვარს -
მოხდება რამე ან დღეს და ან ხვალ:

გატყდება ღერძი, ჩატყდება ჩელტი,
აყირავდება ბედის ოთხთვალა...

- იყავი ჩემთან!
- იყავი ჩემთან,
ვიდრე მზაკვარი რამე მომხდარა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი