დაბრუნება
არყოფნის ელჩი და მცველი დალეწეთ ფიალა შხამის! ახლა შემაშინებს ჩქამიც ბოროტი სიკვდილის ცელის. წუთების ფოთოლი ცვივა: წითელი, ყვითელი, მწვანეც. ვაგროვებ მშვენიერ წამებს - ზამთრისთვის ავასხამ მძივად. მიწაზე კუშტი და მქრქალი ამხვია ოქტომბრის ზეცა. და წვიმის დალალებს წეწავს თარეშად დაძრული ქარი. სისხლის მეკარგება წვეთი, ქვეყნის მათხოვარი დრო კი მალე მომადგება დოქით - იქნებ, გავატანო მეტი. დ თუკი ვადამდე შევრჩი აქაურ ვადიან საცავს, გავქექავ საკუთარ ნაცარს წამთა კრიალოსნით ხელში. არყოფნის სიმშვიდის მცველი წაიღეთ თოკი და შხამი! ახლა შემაშინებს ჩქამიც კაპასი სიკვდილის ცელის.
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი