შმორი მოედო წმინდა ნაწილებს ..
შმორი მოედო წმინდა ნაწილებს - ვერ შეუნახავს სულის ნაფლეთებს. ჯოჯოხეთისთვის მაშნ გაგწირეს, ქვეყანა როცა შემოგაფეთეს. ვერ მიატოვე მიწა-ბეხრეკი, - თურმე სიცოცხლის ჯაჭვით მიგაბეს... რომ სააქაოს მზით დაიხრუკო, ვერგამტეველი ყულფში ნიკაპის; რაც ცხრაკარიან კოშკში ჩარაზე, ყოფის დაერქვას ყველას ტარიგი, - რასაც არყოფნის პირქუშ შარაზე გაიყოლებდი კელაპტარივით. ვერ გაასწარი ცოდვის კალოდან. ჩამოგამსსხვრია მხრები სიმძიმემ.
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი