საახალწლო ამბავი
კარგად ვიყო. ან: კარგი ვიყო. ორიდან ერთი სურვილის ჩაფიქრება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ დაბადების ახალწლის ღამეს დაბადებამდელ ქვეყანაში. და ყველაფერი ისევე ხდება დაბადებამდელ ქვეყანაში დაბადების ახალწლის ღამეს, როგორც ყველგან ხდება ხოლმე ახალწლის ღამეს: ზოგი ქილიკობს ჩაფიქრების ჩვეულებაზე ზოგი ჯიუტად ჩაიფიქრებს ორივე სურვილს - იქნებ იცის, რომ ვერ მოასწრებს, ამოირჩიოს. ზოგი - რომელმაც არ იცის, რომ ვერ მოასწრებს, ამოირჩიოს - ვერ ასწრებს, რომ ამოირჩიოს. ზოგი კი ზუსტად ისე იზამს, როგორც წესია - ერთადერთ სურვილს ჩაიფიქრებს ორადორიდან: კარგი ვიყო ან კარგად ვიყო და ამის მერეც ყველაფერი ისევე ხდება, როგორც, საერთოდ, ხდება ხოლმე ახალწლის მერე; და ამ სურვილის მომავალიც ისეთივეა, როგორიც ყველა ახალწლის ღამეს ჩაფიქრებული ყველა სურვილის: დაბადებულობის წელიწადში ის ან ახდება ან არა.
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი