ტბაზე ჩამოწვა წვიმის სონეტი...
ტბაზე ჩამოწვა წვიმის სონეტი, მის შუაგულში ორი გედია, ისევ აწუხებს მუზას პოეტი, ო, სევდა მასში რაოდენია. ბედნიერია სიტურფის ხილვით, ზოგჯერ ცხოვრება თეთრი ფერია, ცდილობს გადმოსცევს ლამაზი სიტყვით, რაც მოგონებას შემორჩენია. შემოელია თვალებზე ცრემლი, საწყალს ოდესღაც ტრფობა ერია და გაიხსენა გრძნობები ძველი, გრძნობები წრფელი ულეველია. სინანულია აწი ყოველი, გზის გაგრძელება ძლიერ რთულია, მარად მახსენებს ჩვენი სოფელი, მთავარი მხოლოდ სიყვარულია. ტბაზე ჩამოწვა წვიმის სონეტი, მის შუაგულში ორი გედია, ისევ აწუხებს მუზას პოეტი, ო, სევდა მასში რაოდენია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი