უძლური სონეტი


ვცდილობ გადმოვცე მე სიტყვებში შენი მშვენება, 
მაგრამ ქალღმერთო რომელ სიტყვას გინდა უბრძანო,
 გადმოსცეს შენი საუცხოო მშვენიერება
 და ქალწულობა ვით სპეტაკი სული უმანკო. 
წუთისოფელში ვერ დაიდო ვერარამ ფასი,
 რადგან შენ მყავხარ სამყაროში ყოვლად ძვირფასი, 
ჩემი ცხოვრების გაგრძელების შენ გახდი არსი, 
შენს გარდა ქვეყნად ვერ ვიპოვე მე შენი მსგავსი, 
ვფიქრობ და მაინც არ თავსდება თავში სიტყვები, 
ამ უშედეგო ძიებაში სიჩუმე დამრჩა, 
ამ დუმილშიაც სიხარულით გამოგიტყდები, 
შენს აღწერაში უძლურია ყოველი გარჯა. 

არ დაისახო გულში სიღრმით ფარული წყენა, 
თუ შენს მშვენებას ვერ ასახავს ქართული ენა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი