შევყურებ წარსულს...


შევყურებ წარსულს
და წმინდა ასულს,
ვაწყდები უფსკრულს,
სიმებით გაბმულს,
შევსტირი მამულს,
მოვუხმობ მსაჯულს,
ვემსგავსე ბულბულს
სიმღერით გართულს,
ყურს ვუგდებ ჩურჩულს,
სიზმრის დასასრულს,
ვნანობ დაკარგულს,
ველი სასწაულს,
ჰგევხარ ნაკადულს,
ლამაზ სამკაულს,
ვმონებ სიტურფეს 
და შენ სიყვარულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი