გაელვება


გაიშუქებს ცაში ელვა და სიზმრების ნათება,
ზღვიდან ქარის მონაქროლი ძლიერ მომენატრება,
გამოჩნდები ოცნებაში ვარდისფერი ასული,
ჩემი ტანჯვის, მწუხარების დადგება აღსასრული.

გადაივლის ეს ზამთარიც, გაზაფხული დადგება,
ხე ფერადი ყვავილებით ისეთ აშრიალდება,
სისათუთის სამეფოში ვარდები მაქვს დარგული
და გრძნობები საიდუმლო შენთვის გადანახული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი