ბედუკუღმართი


გულზე გვირგვინი მადგას მეფური,
მე ვერ გავიგე რატომ მემდური,
ზოგჯერ ვფიქრობ რომ აღარ გიყვარვარ,
აღარ გიყვარვარ მე უბედური.

მაღლით მადგება შენი ღრუბელი,
უკვე ჩემს თავშიც ვეღარ ვრწმუნდები,
ვეღარ გავიგე ჩემო ძვირფასო,
ასე უეცრად რად იქუფრები.

თვალწინ მეშლება შენი სურათი,
როგორც სასახლე, ტაძრის გუმბათი,
მაინც ვერ ვიგებ ჩემო ძვირფასო,
რად ვარ ასეთი ბედუკუღმართი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი