ჭეშმარიტება
ტაძარს დასცქერდა მაღლით დემონი, მოაჭენებდნენ მკვდრები ფაეტონს, მღერდა დოლი და აკორდეონი გარდასულ ძმათა ძვირფას პანთეონს. ყველა ეძებდა ჭეშმარიტების ვერგამოუცნობ წმინდა სახებას, მასთან სულ ოდნავ შეკავშირების და მიუწვდომელ აღფრთოვანებას. მაგრამ ბრმად ვუცქერთ, რასაც ვუმზერით, თვალწინ გვეშლება მთელი სამყარო, გამოგვყოლია ასე ბუნებით ჩვენივე სწრაფვა ჩვენვე დავფაროთ. როდესაც ვუმზერთ ქალაქს სარკმლიდან, მხოლოდ ხედს ვხედავთ, მინას ვერ ვამჩნევთ და არცხოვრება სარკის აჩრდილთან ჩვენ გამოგვიტანს ტყუილ განაჩებს. სიკვდილის იქით ფიქრი გვაწუხებს, თუმცა აზრები მუდამ გვაქვს მცდარი, სულ სხვა მინდორში ვეძებთ პასუხებს, ჭეშმარიტება სიკვდილი არის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი