სიზმრის საფარში მოასვენებდნენ...
სიზმრის საფარში მოასვენებდნენ მზიან ავდარში ნამიან კუბოს და ბავშვს გახვეულს თეთრ სუდარაში წვიმა ულტობდა ტუჩს და ქუთუთოს. შავ-ბნელ ტაძარში რეკდნენ ზარები, მკვდერები ზამთარში როგორ თბებიან? როცა გაყინულ ამ იანვარში თოვლის ღრუბლებით იფარებიან. დედას კალთაში ედო თოჯინა, ძაძის ალყაში ესვენა თითქოს და მგლოვიარე ცივ აკლდამაში უკრავდნენ მოცარტს და ვიოლინოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი