მთვარეზე თეთრად მოთოვა სევდამ
მთვარეზე თეთრად მოთოვა სევდამ, ჩვევად გადმექცა ზღვაზე დუმილი, წუხილი ტალღებს მოჰყვება წყებად, სმენად ქცეული ვარ შებურვილი. სიმძიმილია სულზე რომ მაწევს, ვარდებს გამოწვდილს სიცივით ვდევნი, სიოს ყურს ვუგდებ, ვიგზნები ამ წამს, მის გარდა ლოცვა სხვა არა არ მწამს. შევსცქერი შორით, ვარსებობ შორით, მუდამ თან დამსდევს ნაცნობი წყევლა, ვივსები გრძნობით და ისევ შორით სადღაც ელვარებს ვარდისფრად ელვა. ღამე ასეთი სათნო აროდეს არა ყოფილა სულით მანია, ვოცნებობ სევდა რომ აღარ მქონდეს, რომ აღარ მქონდეს დიდი ხანია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი