ო, ჩემო ძვირფასო...
ო, ჩემო ძვირფასო, ძვირფასო ხატად, დახატულ კალმით ნაცისფრალ ქვეყნად, სირბილი ველად, დარჩება ვნებად, მაშველად ვირჩევ უნაზეს დუმილს. წუხილს ნუ მოთქვამ, არა, ნუ მეტყვი, უტყვია მხოლოდ სიცარიელე, ამას ვერ ვირჩევ, ვიჩემებ ფრენას, ვაჭენებ მარხილს უსაზღვრო ცაში. გზაში ირღვევა ფიქრთა ცხოვრება, ფრთაში მეხება სული სპეტაკი, ვეტაკე ზღვათა ოთხნაჯერ ტალღას, დავკარგე გეზი, საითკენ მივალ! და ვხედავ კალთას, ვენერას, მართას, მართალს ვერ გეტყვი თუ არ ვიცრუე, სიცივე სხეულს დამინთქავს ფერფლად, მშვენებას სულის ვეხები ხელად. ნელა არ ვიცი, სიჩქარე, ქარი, წამი გაქრება დარჩება ქნარი, მარადისობა დროში თუ მიღმა, უკვდავი სული, სხეული ნიღბად. სიჩუმე, დუმილი განა მე მინდა, ლაჟვარდოვან ცას უხდება ასე და სანამ სული მიდგას, განგებას შევეგებები ჭიქაში ღვინით. ბობოქარს მატყობს ცხოვრების ხალისს, არ მყოფს სამყოფად სიფხიზლე თვალ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი