La Esmeralda


დადგა მზიანი ცხელი ზაფხული,
სხვები ნატრობენ პლაჟებს და ზღვებსა,
მე კი ჰორიზონტს შევყურებ გემსა
და ჩნდება სწრაფვა ახალგაზრდული.

ვწევარ ქვიშაში თბილად ჩაფლული,
ქვიშა მიფარავს სრულებით მკერდსა,
თვალდახუჭული დავუცდი დღესა,
როდის დადგება დღე აღსასრულის.

მატკბობს სირენა, გემი ფრანგული,
რომ სძენს სიცოცხლეს ხალისის ფერსა,
გემს კი ამშვენებს სიტყვა კედელსა
„La Esmeralda“ ამოქარგული.

ვერ დავიფიცებ რომ ვარ სწავლული,
თუმცა სული მაქვს ანტიკვარული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი