ახლა შენ მარტო ხარ...
ახლა შენ მარტო ხარ, მე სადღაც შორეთში, ფიქრობ არ მახსოვხარ და მიხსნი იარას, სული ხსნას დაეძებს ბნელეთის მორევში, დაეძებს და ისევ შენს თვალებს მიმართავს. ათასი პრობლემა, ათასი ვარამი, შენ გინდა აგიხსნა, გიხსნი და არ გესმის, ამქვეყნად ძვირფასი ჩემთვის სხვა არ არის, როცა სიბნელეში შენი ხმა ჩამესმის. შენ აღარ მენდობი, ეჭვებმა დაგძლია და ფიქრობ რომ ვიღაც სხვა ქალზე გაგცვალე, მე შენზე ოცნებამ ისე გადამრია, რომ შენი ხილვისას გრძნობები დავმალე. ნეტავ შენც გესმოდეს ჩემს თავში რა ხდება, ნეტავ შენც გესმოდეს დათქმული ფიცილი, ნეტავ შენც გესმოდეს ზნეობის ბრძანება, რა უბედურება მაქვს ქვეყნად მისჯილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი