ღამე მეფერება...
ღამე მეფერება, ძილი მეკარგება, ისევ ჩემი სატრფოს სახე მელანდება, სანთელი კი დნება, გრძელი ჩრდილი წვება, ცარიელ ფინჯანში ყავა ილექება. გულზე დარდი მადევს, სული მეხუთება, ველი ის აჩრდილი რომ ჩამეხუტება, წვიმის ხმა მომესმის, წვიმის ნოტი კრთება, თითქოს ჩემთან მოდის და კვლავ იკარგება. გრძნობა მეუფლება, ზღაპარს მეუბნება, ღამეს ალამაზებს მთვარის მეუფება, კალამს მელნით სავსეს ცრემლი ეუფლება, სიტყვებს თუ იპოვის წერა მოუნდება. სიგარეტის კვამლში ვხედავ მანქანების, დაღლილ მესაჭენი ასფალტს რომ დადიან, აქ სახლის კუთხეში ვამჩნევ მაქმანების ობობები ბუდეს როგორ გადარბიან. უკვე ათი დღეა, რაც არ მძინებია, თვალებს დავხუჭავ და კოშმარს ვერ ვერევი, ჩემი თავისთვისაც კი შემშინებია, როცა უძინარი სარკეს ვიხედები. ქარმა დაუბერა, სანთელს დაემუქრა, მე კი სისათუთით ცოტა შემაცია, უცებ ძვირფას აჩრდილს სახე გაემუქა, თურმე შიშველი ვარ, თურმე არ მაცვია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი