უცხოელი ორაკული
გამალებით მიცემს გული იაგუნდით და ლალებით, მახსენდება სატრფოს წნული დახვეული დალალები. ერთი აზრი მაბნევს სრული, საუკუნო სინანული, თუ დავკარგე შენი სახე, თუ დავკარგე სიყვარული. სიარული ღამით მარტო, მწველი გრძნობით დაფარული, აბა მითხარ ვის გავანდო ნაობლარი სიბრალული. გათნგული სატრფოს ნისლში დაიტანჯა მზე ივლისში, მოარული ერთობ ლხინშიც, დანამული ვარ ტკივილში. ძილში დამსდევს კოშმარული ფერმკრთალი და ფერწასული, შავ ლანდებით შეფარული უცხოელი ორაკული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი