დღეს ისევ სული გაფრინდა სადღაც
დღეს ისევ სული გაფრინდა სადღაც და დაბრუნდება არ ვიცი როდის, მე გულს მიღრღნის და ჩუმად მკლავს რაღაც, შიგნიდან გარეთ სევდა გადმომდის. ვერავის ვუბნობ ჩემს ვაგლახ ვარამს, მიტომაც ვკიდებ ხელს ნაზად კალამს, ადამიანში ვერ ვპოვებ წამალს, ბუნებაც თითქოს ვერ მაძლევს სალამს. მელნით გადმოვცემ უთვალავ წუხილს, ერთ სიტყვაშიაც დევს ბევრი გრძნობა, ზოგჯერ ეს გრძნობა მახსენებს ქუხილს, ქუხილს, რომელიც უდროოდ მოვა. ფრთხილად ვეპყრობი ბავშვურ სენტიმენტს, არვის ვაკადრებ მის შეწუხებას, არ ვაპატიებ არც ერთს სანტიმეტრს, ან მასზე უშნო, ცუდ გახუმრებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი