საბრალო სული რით დავამშვიდო...


საბრალო სული რით დავამშვიდო,
შორიდან გიცქერ და ვიგუდები,
თვალი უეცრად რომ აგარიდო,
ო, სულო როდის დამიბრუნდები.

ვიბრძოლებ, ვიცი, დავიღუპები,
დავსუსტი, ისე დავსუსტდი ახლა,
და თუ შენს სახეს გადავურჩები,
თუკი დამინდობს ეს წარმოსახვა,
გონებას ნათელ სხივით წართმეულს
საზარლად დასდევს ვერ გამოხატვა.

ყურს მიხშობს ფეთქვა გულისა მწველი,
ისე მრცხვენია ამ სიფერმკრთალის,
დაბრმავდა თვალი მრავლისამთქმელი
და ვეღარ ვუძლებ მის ანდამატებს.

ტრიალებს თავი, დავკარგე ჩინი,
გონი მერთმევა, სული ამომდის.
დამირჩა დარდი, გამიქრა ლხინი,
ვკვდები, ვეცემი, ვაი, რა მომდის?

როცა გიხილავ მე ვდნები კარგო,
ცრემლის და ოფლის სიმწარით ვთვრები,
ვკანკალებ, ისე ვკანკალებ კარგო,
სიკვდილზე უფრო ულმობლად ვკვდები.

მინდა გავიქცე შენგან ქალწულო,
მაგრამ მე ყველგან შენ მელანდები,
უსასრულობას როგორ გავუძლო,
ჩემს წინ ხარ და მაინც მენატრები.

შორიდან ვკვდები, მე მაინც მაბნევს,
შენს გვერდით მდგომი როგორ არს მშვიდი,
შენ ღმერთი გიდგას, მე ამას ვამჩნევ,
მაგრამ შენ ღმერთზე ხარ უფრო დიდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი