ო, ანგელოზო, რა ახლოს იყავ


შენ იმ დღეს ბაგეს გითბობდა სხივი,
ო, მე იმ სხივის რა ძლიერ მშურდა,
შენს ლამაზ კისერს ამკობდა მძივი,
იმ მძიმად ქცევა, შეხება მსურდა.

ნაზად მიცქერდნენ შენი თვალები,
ამ სათნოებამ გამრიყა მზეზე,
ხურდა, იწვოდა ჩემი ხელები,
გონება მუდამ ფიქრობდა შენზე.

გული კი თითქოს მოშორდა ადგილს
და დაივანა შენს გულთნ ახლოს,
ვეღარ გავუძელ ანგელოზს ნამდვილს,
ვეღარც მივედი მის შორიახლოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი