ნოსტალგიური ანომალია
ოდინდელ ფიქრებს დაჰყვება ნელი ღამე უძირო და უჩინელი, მთვარემ ჯიუტად გამოარღვია ნოსტალგიური ანომალია. წარმავალია წუთების რიტმი, დრო უსასრულო ანდამატია, თვისკენ იზიდავს და განიშორებს ტოტებს დაზამთრულს უბინაოთა. უმისამართო ქვიშის ტალღებში სძინავთ ფარაონთ სარკოფაგებში, ძნელად მისაწვდომ მნათობ მხარეში, იფანტებიან სიდიადეში. გამეფდებიან სულში ვარდები და ევლებიან ცისკარს ეკლიანს, ტატნობს საწადელს დანაბარები სერაფიმების ჯარი მოიტანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი