მკვდარი ხომალდი


შტორმი ბობოქრობს, ტალღა ღრიალებს,
მეზღვაურები ცლიან ფიალებს,
ფართოდ მოფენილ სამკეც იალქნებს
ქარი უეცრად ააფრიალებს.

გემი ყანყალებს, ცაში იელვებს,
ჩასაფრებული უცდით თოლია
და გაუპარსავ მოხალისეებს
იპყრობს შიშისგან მელანქოლია.

დაუნდობელი თეთრად ქაფდება
მთვარემილეულ მჩქეფარ ღამეში
და ისევ ელვა ამონათდება
უჰორიზონტო ოკეანეში.

სიკვდილთან ბრძოლის თვითმხილველები
ფრენენ მაღლიდან იქ ფრინველები,
წრედ იშლებიან და მრავლდებიან
ლეშის სუნს სწრაფად აყოლილები.

გამოცდილებით მდიდარ მატროსებს
სახეზე ღიმი შემოერიათ,
არ უნახიათ მსგავსი აროდეს,
მხოლოდ ზღაპრებში მოუსმენიათ.

ისმის ყიჟინა, ისმის ხარხარი,
ასე სასტიკად ხმა შემართული
ჯერ არ ყოფილა მსგავსი ავდარი,
როგორც ოცნება ფრთაშემართული.

ამოგანგლული წყლის სისველისგან,
ტკბილ სიზმრებიდან ამოქარგული
და აღგზნებული ჩქარი სხეული,
როგორც მოძრავი დღესასწაული.

განა რა უნდა კაპიტანს მეტი,
ახლა ყველაზე ბედნიერია
და გალეული ოცდათვრამეტი
წელი ამ დღისთვის უტარებია.

გაიხსენებენ მთელი ცხოვრება
ამ ღამეს თუკი გადურჩებიან,
სხვა დროს არასდროს განმეორდება
და დააჩნდებათ ვით მოგონება.

ასეთი დღისთვის სიკვდილიც კი ღირს,
ნაპირს თუ არ სწვდა არ ენანება,
ჩვენ კი გამგონეთ ნუღა კი გვიკვირს
კაპიტანს სევდა რად ეპარება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი