ლურჯი ლოდები
სვეტად აღმართული ყინვის სამყაროში ღამეს დაჰნათოდა მთვარე მოწყენილი, თეთრად მოფენილი თოვლის უდაბნოში დაეხეტებოდა ციდან მოწყვეტილი. ლურჯი ლოდების მოსჩანდა გროვა, ქროლვა ქარების გარდასულიყო, დამალულიყო სითეთრის თრთოლვა, თითქოს სილაღე გარდაცვლილიყო. ჩამომჯდარიყო ჭაბუკი ლოდზე და შეჰყურებდა უშორეს მნათობს, თუმცა სრულებით მოსულ არს გონზე, ჩუმად ზის მაინც, არაფერს ამბობს. მეზღვაურს ისე საზარლად სცივა, საწყალს თვალთაგან ცრემლები სცვივა, სურს რომ დაბრუნდეს თავის ხომალდზე, მაგრამ ხომალდი ჩაძირა წვიმამ. იტანს ცახცახი, მწარედ კანკალებს, ის ხომ ყინვისთვის განწირულია, დაჭკნა ზამბახი, თვის თავს აბრალებს, ყოვლად ძვირფასი დაკარგულია. სვეტად აღმართული ყინვის სამყაროში ღამეს დაჰნათოდა მთვარე მოწყენილი, თეთრად მოფენილი თოვლის უდაბნოში დაეხეტებოდა ციდან მოწყვეტილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი