ისევ გახსენეს


ისევ გახენეს,
მე კი ვიხსენებ
მძინარე სახეს
შენსას დამალულს,
ხელებში ჩაფლულ 
შენს თმას ვიხსენებ,
ვიხსენებ თვალებს
ცრემლით დანამულს.

გრძნობა გაცივდა,
თუმცა ულმობლად
გულში მაცრიდა
ჩვენი წარსული,
როცა მეგონა
გადაგივიწყე,
ყოფილხარ თურმე
არ შორს წასული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი