ირბინე, ირბინე
ირბინე, ირბინე, ჩემსკენ გამოიქეც, მხურვალედ შემახე ეგ ხელი სახეზე, ასე გულდამწვარი მე შენს გამო ვიქეც, ასე დარდიანი ვკრთი მე შენს სახელზე. ვერ ვბედავ შეგეხო, ვერ ვბედავ, მრცხვენია, შენ გიკვირს სახეზე მწვანე რად მედება, უსიტყვოდ ეს გრძნობა სიღრმით ჩამრჩენია და ყოველ ხილვაზე ხმაურით დუმდება. მაბრმავებს მაგ შენი მშვენების სიბრმავე და მატკბობს უსაზღვროდ ეგ შენი ნაზი ხმა, ახლოს ჩაგისაფრდი, ჩუმად დაგემალე და დავდნი როდესაც შენი ხმა გაისმა. მომედო ამ კანზე ეს თბილი საბანი, თითქოს გარეთ წვიმდა და თბილად მეხურა, ახლა ლოგინია ოცნების საკანი და შენზე სიზმარიც მწარედ გამეხუმრა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი