ვერ გადავრჩებით!
ზარების რეკვა, ყმუილი ქარის მოისმის შორით, ჩვენი საშველი აღარსად არის, ვერ გადავრჩებით. გვიხმობენ ხმები, ორაზროვნები, ვკვდებით. სად ხარ კაპიტანო? როგორ გადვიტანოთ ეს დაღლილობა? რატომ დაგვცინიან? რატომ ასდით ძაფებს სიმყრალის სუნი? სამაია მიაჭენებს ცხენებს, ველებს ცეცხლი უკიდია, იწვიან ყვავილები, გვეშინია. რა, რა, რა, რაა... მწუხრია, არია ოპერაში, გვიხარია, თურმე სიზმარია, ვერ გადავრჩებით. ჩვენს უვიცობას საზღვარი არა აქვს, ვერ გადავრჩებით. გვამები გადააქვს ნავს, იმედით ვიმხნევებთ თავს, კლავს ოცნება, ოდესღაც მასაც უყვარდა. საოცრებაა. ის არის მე, ჩვენ ვართ ვინ? ჩვენ არავინ ვართ. სისხლი უდუღს, ჰო, დიახ, ვერ გადავრჩებით. მრისხანებით, მათრახებით, მძვინვარებით, მწუხარებით მოერეკებიან უდაბნოში ქარავანს. ბარაბა, ბარაბა, ბარაბა. ცრემლთა შადრევანი, სისხლის მოედანი, ქალი შავგვრემანი, ბოლო პაემანი. სოლო, ორკესტრი არ ანელებს ტემბრს, ვერ გადავრჩებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი