ვაება
უმეგობროდ, უსიცოცხლოდ და უსულოდ მივალ, ვერ ვპოულობ წვეთ სიხარულს, არც ის ვიცი ვინ ვარ, ხან ოცნების სამეფოში, ხან ქუჩაში ვგდივარ, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, მე ამქვეყნად ვინ ვარ. ზოგჯერ მატკბობს სმენა დარდის, სურნელება ვარდის, ზოგჯერ მატკბობს კვნესა გულის, ყვავილობა მარტის, ზოგჯერ ჩონჩხთა ბნელი ჯოგი გონებაში დარბის, ზოგჯერ გული გადაჭმული უგზოუკვლოდ დაძრწის. გადამივლის სევდის ტალღა, გადავყვები მკვდარი, დავიშლები, გავიშლები, კვლავ ვიშვები წყნარი, ხან განცდილი მშვენებით და ხან სიტყვით ვარ კმარი, ხან ზმანების ტყვე ვიქმნები, ხან სიმღერით მთვრალი, უბედური მარტოობის ცრემლი ძლიერ მწვავდა, გულს იმედად ჩასახული ტრფობის მუდამ მწამდა, ამ იმედის სახე ქმნილი ქალი ფიქრად მყავდა, მისი გრძნობის, მასთან ყოფნის დანაკლისი მკლავდა. უმეგობროდ, უსიცოცხლოდ და უსულოდ მივალ, ვერ ვპოულობ წვეთ სიხარულს, არც ის ვიცი ვინ ვარ, ხან ოცნების სამეფოში, ხან ქუჩაში ვგდივარ, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, მე ამქვეყნად ვინ ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი