წამი ცნობიერებისა


დრო გაჩერდება თვალუწვდომელი,
აზრი სულისა დაუნდობელი,
სივრცე დარჩება როგორც არარა,
ხაზი ფიქრისა - ჩაუქრობელი.

მოვივლი ბნელეთს, ვიპოვი საზღვარს,
ჩემი წინაპრის ანდერძად დასმულს,
ასე გალეულ ფიქრის ნათელში
ვიპოვი ბილიკს - მომავლის წარსულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი