დაფერფლილ წყვდიადში ღამე დაიბურა


დაფერფლილ წყვდიადში ღამე დაიბურა,
ცარიელ დღეების დასრულდა ნათელი,
სულმა სიმშვიდეში თავი დაიბუდა,
ძველ წიგნებს დაჰნათის ორიოდ სანთელი.

გაფანტულ ფიქრების დაიწყო ერთობა,
ერთად მოფრინავენ სინაზის სვეტები,
აზრთა სამყაროში პნევმა გაერთობა,
სიქველის ნაბიჯებს გადმოდგამს პეტეფი.

მოდიან, მოჰქრიან გაშლილი მტევნებით
პოეტთა სამკვიდროს და სხვაგან არსად,
ცალ ხელში კალმით და თან ყურძნის მტევნებით,
მორბიან ბერძენთა ღმერთების მსგავსად.

უცოდველ სიტურფით კარიბჭეს გადმოჰკვეთს
უმანკო პოეტის, ბოდლერის სული,
საბრალოვ, სიუხვით მხატვართა თავნებავ,
ვით ფრანგთა მიერ ხარ შერისხული.

იწყება ზეიმი დიდების, ვენერას,
ვარდისფერ შუქ-ჩრდილთა ინათებს ფერები,
მშვენიერ ქალწულთა აღმგზნები ფერება,
როდენის მუზათა მსუქანი ფეხები.

სარკმელზე დაღვარულ წვიმათა შხეფები
სიცოცხლის, ალერსის მოიტანს შვებას,
შეგრძნობილ სიცივეს კანკალით ვეხები,
პოეტთა სამყაროვ, მოვითხოვ შველას.

ხელს მკიდებს მგოსანი ეროსით სავსე,
უნდა ვემორჩილო უკვდავთა ნებას,
თქვენი სიყვარულით ჭიქა ავავსე,
ახლა საუკუნო მოვყვები ქებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი