აღსდექ ქალწულო ტრფობის ქაფიდან...


აღსდექ ასულო ტრფობის ქაფიდან,
მძიმედ მაწვება შენგან სიშორე,
ცად აწვდენილი ამ სიმაღლიდან
უცნობი დარდი ვერ მოვიშორე.
შენ ალბათ ახლა აღარ მიგონებ,
მე ვერ გიშორებ კარგო თავიდან,
არ ვიცი კიდევ რამდენს ვიცოცხლებ,
აღარ სჩანს უკვე შველა არსიდან.
თვალიდან მცვივა ნაპერწკალები,
შენ კი არა და არ გებრალები,
ძვირფას გულისგან მიტოვებული
უსიხარულოდ დავიარები.
                                        ვკვდები საწოლში, ვკვდები ბალიშზე,
ვკვდები გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე,
ვგალობ ბარბითზე ნაცნობ ადგილზე,
ვკვდები უშენოდ ამ ზღვის ნაპირზე.
მწვანე მინდორში ჩემი შროშანი
კვლავ შენს ვარდისფერ სახეს მახსენებს
და მოქუფრული შავი ყორანი
სიკვდილზე ფიქრით თავს არ მანებებს.
კარზე კააკუნი ჩამესმის ღამით,
ოთხჯერ დარეკა უცნობმა ზარმა,
მე ნაცნობ სევდას გადმოვცემ კალმით,
რომ შემოაღოს ეს კარი ქალმა.
შენ ალბათ ახლა სიმშვიდით გძინავს,
როცა მწუხარეს სიმძიმით მათოვს,
ვეჩირჩულები ყოველ ღამ ნიავს,
თუმცა ნიავიც უკვე ვერ მართობს.
მინდა ბუდ ვიქცე, რომ ერთხელ კარგო
შენს ფანჯარასთან უხმოდ მოვფრინდე,
ოღონდ მაგ სახის ცქერა შემარგო
და გულდამწვარი უკან გამოვფრინდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი