ტანჯულს უწოდებ შენ თავს საბრალოვ...
ტანჯულს უწოდებ შენს თავს საბრალოვ, ღრმად ჩაგწვდომია გულში ვაება, მაგრამ იცოდე არ არს ამაო სიყვარულისთვის აღფრთოვანება. თვალები შენი წარღვნას იტევენ, არ გენანება სული ჩაგრული, წარსულ ოცნებას ნატვრით მოივლენ და ხარ შორს სადღაც გადაკარაგული. ხმას აღარ იღებ, დამუნჯდი თითქოს, ჩუმად დაფარე ღრმა იარები, რამდენს ხარობდი და რამდენს ფიქრობ, გულჩათხრობილი დაიარები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი